მობილური ტელეფონები

მობილური ტელეფონების ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის 4.6%-ს აღწევს

digitaltrends.com

მობილური კომუნიკაციების მსოფლიო სისტემის (GSMA) კვლევის მიხედვით, გასულ წელს მობილური ტელეფონების ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის 4.6%-ს შეადგენდა, რაც დაახლოებით 3.9 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლია.

აქედან, ყველაზე დიდი შემოსავალი ინდუსტრიამ აზია-ოკეანეთის რეგიონიდან მიიღო - დაახლოებით 1.6 ტრილიონი.

მობილური ტელეფონების სექტორი ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლეთ აფრიკისთვისაა - ინდუსტრია რეგიონის ეკონომიკის 8.7%-ს მოიცავს.

ნიშანდობლივია, თუ როგორი მზარდია სექტორი, რომელიც 2014 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3.8%-ს შეადგენდა. GSMA-ის ვარაუდით, 2022 წლისთვის მობილურების სექტორი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.8% იქნება.

კომენტარები