შემაკავებელი ორდერი

ნიკ კარტერმა ძმისთვის, აარონ კარტერისთვის, შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა

Backstreet Boys-ის ვარსკვლავმა ნიკ კარტერმა უმცროსი ძმის, აარონ კარტერის, წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა. 39 წლის ნიკის თქმით, ის 31 წლის ძმის ბოლოდროინდელმა ქცევებმა შეაშფოთა. ნიკ კარტერის ცოლი მეორე ბავშვზეა ორსულად და მისი თქმით, აარონი სწორედ ცოლს დაემუქრა მოკვლით.

აარონ კარტერის თქმით, ის ბრალდებებით გაოგნებულია და არასოდეს უფიქრია ზიანის მიყენება ოჯახის წევრებისთვის.

შემაკავებელი ორდერის მიხედვით აარონს უფროსი ძმის ოჯახსა და სახლთან 30 მეტრის რადიუსით მიახლოება ეკრძალება.

ნიკ კარტერი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდის წევრი იყო, ძმა კი პოპულარული 90-იანების ბოლოს გახდა.

კომენტარები