ჰარი პოტერი

კომპანია Warner Brothers’ ფანებს ჰოგვორტსში საშობაო ვახშამსა და ექსკურსიას სთავაზობს

thehandbook

კომპანია Warner Brothers’ ფანებს ყოველწლიურად დღესასწაულს უწყობს: 240 ფუნტად (დაახლოებით 887 ლარად), ნებისმიერს შეეძლება იმოგზაუროს ჯადოსნურ სამყაროში და ჰოგვორტსში საშობაო ვახშმით დატკბეს. 

მოცემულ ფასად, სტუმარი ჯერ იმ ტერიტორიაზე გაისეირნებს სადაც ჰარი პოტერის ფილმები იქმნებოდა, შემდეგ ჰოგვორტსის მთავარ დარბაზში შევა, რომ 2 კერძისგან შემდგარი ვახშამი მიირთვას. პირველი კერძი კამით მომზადებული ორაგული იქნება, ხოლო მეორე, ტრადიციულად - ინდაური.ამ ყველაფერს კი სტუმარი 1 ბოთლ ღვინოსაც დააყოლებს. 

ვახშმის შემდეგ, სტუდიაში ხანმოკლე გასეირნება მოეწყობა და საბოლოოდ პლატფორმა 9 და 3/4-ზე საშობაო პუდინგით სიამოვების მიღება დააგვირგვინებს საღამოს. თუ ეს თავგადასავალი ვინმესთვის საკმარისი არ იქნება, იქვე ჰარი პოტერის სტილში მოწყობილ ბარში შეეძლებათ დროის გატარება. 

 

 

კომენტარები