რუსეთი

იაკუტელი შამანი, რომელიც მოსკოვში პუტინის "განსადევნად" ფეხით მიდიოდა, დააკავეს

BBC

ბურიატიაში იაკუტელი შამანი, ალექსანდრ გაბიშევი, დააკავეს. გაბიშევი მოსკოვში ფეხით მიდოდა და 2021 წლისთვის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, "განდევნას" გეგმავდა. 

თვითმხილველების თქმით, როდესაც გაბიშევი დასძინებლად ემზადებოდა, მასთან ორი ავტობუსით პოლიციელები მივიდნენ, დააკავეს და ულან-უდეს მიმართულებით წაიყვანეს. როგორც შამანის ერთ-ერთმა თანმხლებმა BBC-ს უთხრა, გაბიშევის დასაკავებლად 40 ან 50 ნიღბიანი ადამიანი იყო მისული. მისივე თქმით, პოლიციელებს არ აუხსნიათ, თუ რატომ აკავებდნენ შამანს.  

ბურიატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, 19 სექტემბერს დაკავებული მამაკაცი იაკუტიაში, სახაში, ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნებოდა. 

ალექსანდრ გაბიშევმა მოგზაურობა 2019 წლის მარტში დაიწყო. ამ დროისთვის, მას 2800 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. შამანი მიიჩნევს, რომ პუტინი "ბნელი ძალების პირმშოა", რომელთან გამკლავებაც მხოლოდ მას შეუძლია.  

"ჩემთვის პუტინის წასვლა იქნება გამარჯვება. მთავარია, დემონი დავამარცხო,"-თქვა შამანმა.   

შამანმა საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 12 ივნისს ქალაქ ჩიტაში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიით გამოვიდა.  

"დაიმახსოვრეთ, პუტინი თქვენთვის განაჩენი არ არის,"-თქვა გაბიშევმა აქციაზე.

კომენტარები