ქუთაისი

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე ქიმიური კოლბის გასკდომის შედეგად 5 მოსწავლე დაზიანდა

მეგა-TV

ქუთაისის ცენტრალურ პარკში სამეცნიერო პიკნიკზე ქიმიური კოლბა გასკდა. კოლბა 33-ე სკოლის კარავში გასკდა და 5 მოსწავლის დაზიანება გამოიწვია.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ტაბულას" უთხრეს, კოლბის ნამსხვრევებით მოსწავლეებმა მსუბუქი დაზიანებები მიირეს. მათ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები