ცვლილებები შრომის კოდექსში

ცქიტიშვილი შრომითი კოდექსის ცვლილებაზე: დამსაქმებელს ეზღუდება დასაქმებულის ექსპლუატაცია

საქართველოს პარლამენტი

დღეს, 20 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ინიციატივის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ცქტიშვილია. 

ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეებს აეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად, კვირაში 48 საათს აჭარბებს.  

შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე, ტაბულა კანონპროექტის ინიციატორს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება, კონკრეტულად რა ცვლილებები არის გათვალისწინებული ამ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რა იცვლება სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის მიმართულებით?

ვნახე, რომ არასწორი, ვულგარლური ინტერპრეტაცია მოახდინეს ამ საკითხის. ზოგადად მიზანი არის, რომ შეიქმნას ადამიანის უფლებების უფრო მაღალი სტანდარტი და არსებული სტანდარტები გახდეს რეალიზებადი და არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე. თუ ადამიანის რამდენიმე სამსახურის პირობებში, ექნება განცდა, რომ მისი შრომითი ექსპლუატაცია ხდება, ანუ ამუშავებენ უფრო მეტ დროს, ვიდრე მას ეკუთვნის (40+8 საათი კვირაში), ამ შემთხვევაში მას აქვს თავდაცვის საშუალება და კანონი მას დაიცავს. კანონი იცავს ადამიანებს და არაფერს არ უკრძალავს მათ.

თქვენი კანონპროექტის მიხედვით, თუ მოქალაქე 48 საათზე მეტს მუშაობს სხვასდახვა სამსახურში სახელმიწფოს ეძლევა თუ არა უფლება ჩაერიოს ამ შემთხვევაში?

თუ თვითონ დასაქმებულს გაუჩნდება განცდა, რომ მისი უფლებები ირღვევა, მოქალაქეს შეეძლება მიმართოს სახელმწიფოს, რომ ესეთი ტიპის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე უარის მიზეზით არ დაითხოვონ. დასაქმებულს კანონი დაიცავს. 

ანუ სახელმწიფო არ კრძალავს ესეთი ტიპის დასაქმებას?

შრომის კოდექსი არავის არ უკრძალავს თავისუფლებას. შრომის კოდექსი კრძალავს სხვა ადმიანის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. 

დასაქმებულს თუ ექნება სურვილი იმუშაოს კვირაში 48-ზე მეტი საათი, სხვადასხვა სამუშაოებზე სხვადასხვა ტიპის განაკვეთებზე, ჩვეულებრივად შეეძლება ამის გაკეთება, ინიციატივა ამას არ კრძალავს?

ეს არ შეეხება ინტელექტუალურ შრომას, სადაც ადამიანები თავისი გადაწყვეტილებით თავისი სურვილით მუშაობენ, ან თვითდასაქმებულები არიან. კიდევ ერთხელ ეს არის საშუალება თითოეულმა დასაქმებულმა დაიცვას საკუთარი უფლებები. ეს შეეხება მომსახურების სფეროს, სადაც მიმტანებად ბარმენად და სხვა ტიპის სამუშაოებზე ძალიან ბევრს მუშაობენ და კომპანიები დასაქმებულების ხარჯზე ეკონომიას აკეთებენ. კეთილსინდისიერი კომპანიები ამ საკითხის თავისითაც არაგულირებენ საუბარია, არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე, რათა შეიქმნას უფრო სწორი და კონკურენტული გარემო ბიზნესში.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ვულგალური ინტერპრეტაციაა, ეს არის ერთ-ერთი ბიზნესაცოციაციის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც თავის არსებობას ამ ადმინისტრაციაში ამით ამართლებას.

სწორად მესმის, რომ ინიციატივით დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში 48 საათზე მეტის მუშაობა სხვადასხვა სამსახურში არ აეკრძალება?

მოდი ესე ვთქვათ, ამ პროექტის არსით, დამსაქმებელს ეკრძალება ამუშაოს დასაქმებული იმაზე მეტი ვიდრე მას ეკუთვნის, თვითონ დასაქმებულს არ ეზღუდება არაფერი. მაგრამ მის ხელმღვანელს ეზღუდება დასაქმებულის ექსპლუატაცია. ანუ ექსპლუატაცია შეიზღუდება და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი.

მაგალითად თუ პირი მუშაობს სხვადასხვა სამსახურში, მათ შორის სრულ და ნახევარ განაკვეთზე ამ შემთხვევაში რა ხდება?

ეს შეზღუდვები ეხება ძირითადად ფიზიკურ შრომას, გონებრივი შრომის საათობრივი დათვლა რთულია. ვთქვათ, პირი მუშაობს 4 საათი მიმტანად ერთ სამსახურში ზეგანაკვეთურის ჩათვლით 6 საათი, შემდეგ წავიდა მეორე სამსახურში, სადაც პირობითად დამლაგებლად მუშაობს, აქაც 6 საათი, ჯამში მან იმუშავა 12 საათი. 12 საათი მუშაობა მას აიძულეს და ვინაიდან დასაქმებული ხვდება, რომ აღარ შეუძლია მუშაობა. 

მაგრამ თუ დასაქმებული თანახმაა ამ პირობებზე ამ შემთხვევაში რა ხდება, რომ არ იყოს თანახმა სავარაუდოდ ხომ არ იმუშავებდა?

ამ შემთხვევაში ვერაფერს გააკეთებ, თუ ორ ადამიანს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა და შეთანხმდნენ ამ საკითხზე, სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ ჩაერევა. 

ვთქვათ, თუ სახელმწიფო აღმოაჩენს, რომ ადამიანს აქვს, სურვილი რომ იმუშაოს დადგენილ საათებზე მეტი სხვადასხვა სამსახურში, ამ შემთხვევაში რა ხდება? აიკრძალება თუ არა ამ ტიპის დასაქმება?

ესე პირდაპირ ვერ აკრძალავს სახელმწიფო, მაგრამ მძღოლის მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად მძღოლს ექსკურსიაზე მიყავს ბავშვები და მანამდე 24 საათი აქვს ნამუშევარი, ანუ ის უკვე საფრთხეს უქმნის ბავშვებს. ესეთ შემთხვევებში შეიძლება იყოს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად მეტროს მემანქანეებს ცალსახად აქვთ შეზღუდული სამუშაო საათების რაოდენობა. ეს საკითხი ეხლაც რეგულირდება და ამაში ახალი არაფერი არაა.

ჩვენ ვსაუბრობთ უფლებების დამყარებაზე, რომ ადამიანი თუ გრძნობს, რომ აიძულებენ რომ უფრო დიდი ხნით მუშაობას, ვიდრე ეკუთვნის და ამ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევააში დათხოვნით ემუქრებიან, ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ვეღარ გაანთავისუფლებენ. ანუ ეს არის დაცვის კანონი და არა აკრძალვის. 

დიმიტრი ცქიტიშვილმა ტაბულასთან საუბარში გვითხრა, რომ ეს ცვლილებები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ქციტიშვილის თქმით, დოკუმენტი დამუშავების პროცესშია და საბოლოო ვერსიის ინიცირება სავარაუდოდ ოქტომბრის პირველ კვირაში მოხდება.

კომენტარები