ხანძარი

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ფეიქრების ქუჩაზე Georgian Water and Power-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. 

საწყობს ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. 

"არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა,"- წერია განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფეიქრების ქუჩაზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

კომენტარები