მხატვრობა

როგორ ამოვიცნოთ ცნობილი მხატვრები მათი ნამუშევრების მიხედვით

0 კომენტარი

ხელოვნების ნიმუშის ყურებისას მისი ავტორის ამოცნობა ყოველთვის მარტივი არ არის. ასეთ შემთხვევებში, ქვემოთ მოცემული ხრიკები გამოგადგებათ - თქვენ შეძლებთ, მეგობრები ფერწერის ღრმა ცოდნით გააკვირვოთ, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით:

 

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი

თუ ნახატებზე ყველა პერსონაჟი მაწანწალას გავს, რომელიც ქუჩის ლამპიონის მკრთალი შუქითაა განათებული, მაშინ ეს რემბრანდტია.

 

პეტერ პაულ რუბენსი

თუ ნახატზე ყველას უზარმაზარი უკანალი აქვს, ეს რუბენსია.

 

სალვადორ დალი

თუ ეს რაღაცით წააგავს იმ ჩვენებებს, რაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გქონიათ, ესე იგი ეს დალია.

 

მერიზი და კარავაჯო

თუ ყველა მამაკაცი ხუჭუჭა ხბოსთვალება ქალს წააგავს, ეს კარავაჯოა.

 

პაბლო პიკასო

თუ მრავალ თვალსა და ცხვირს ხედავთ, მაგრამ ნახატზე მხოლოდ ერთი ადამიანია გამოსახული, მაშინ ეს პიკასოა.

 

ედგარ დეგა

ბალერინებს ხედავთ? ეს დეგაა.

 

ფრიდა კალო

თუ ყველა ნახატიდან გადაბმულწარბებიანი ქალი გიყურებთ, ეს ფრიდაა.

 

მიქელანჯელო

თუ ყველა ლამაზი, შიშველი და დაკუნთულია, ეს მიქელანჯელოა.

 

პიტ მონდრიანი

ექსელის ფერად უჯრებიან ფურცელს ხედავთ? ეს მონდრიანია.

 

ჰიერონიმუს ბოსხი

თუ ნახატზე მრავალი პატარა ადამიანია, თან ამას ბევრი გიჟური გაუგებრობა ემატება, ეს ბოსხია.

 

 

ტიციანი

თუ ნახატს ბნელი ფონი აქვს, მასზე გამოსახულ ადამიანებს კი სახეზე ტანჯვა აწერიათ, ეს ტიციანია.

 

იან ვან ეიეკი

თუ ყველა, ქალების ჩათვლით, პუტინს წააგავს, ეს ვან ეიეკია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები