სახელმწიფო ბიუჯეტი

შიდა ვალი 500 მილიონი ლარით იზრდება

2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს შიდა ვალი 500 მილიონი ლარით იზრდება. 

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, ამ გზით 400 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმებოდა, თუმცა ცვლილების შედეგად ეს მაჩვენებელი 900 მილიონამ ლარამდე იზრდება. აქამდე საქართველოს შიდა ვალი ესეთ მაღალ ნიშნულზე არ ასულა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი,ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა დაკავშირებულია, ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან. ასევე, გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და შესაბამისად მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება, ასევე, მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსებისათვის საჭიროა რესურსების მობილიზება. 

ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში გუშინ, 23 სექტმებერს დარეგისტრირდა. ცვლილებით 223 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი და 13,3 მილიარდ ლარს შეადგენს.

კომენტარები