აშშ-რუსეთი

რუსული მედია: გაეროში რუსეთის დელეგაციის 10 წევრზე აშშ-მ ვიზა არ გასცა

TACC

რუსული მედიის ცნობით, აშშ-მ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის 10 წევრზე ვიზა არ გასცა.

როგორც სააგენტო РБК წერს, აშშ-მ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელზე ვიზები არ დაუშვა. ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა, მიაწოდა. 

კოსაჩოვი ამბობს, რომ იმ პირებს შორის, რომელზეც აშშ-მ ვიზა არ გასცა, საგარეო უწყების აპარატის ხელმძღვანელი და მთავარი თარჯიმანიც არიან. კოსაჩევის თქმით, თითოეული მათგანი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დელეგაციის წევრები იყვნენ და გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომას უნდა დასწრებოდნენ. 

სოვჩეკივე ამბობს, რომ ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები ამ დრომდე აშშ-ს საელჩოში ინახება. მისი თქმით, ყველა აუცილებელი საბუთი მაქსიმალურად დროულად გადაეცა საელჩოს, თუმცა მისივე მტკიცებით, რუსეთის დელეგაციის 10 წევრს საელჩოს ყველა უწყების დონეზე ეუბნებოდნენ, რომ დოკუმენტები გაფორმებული არ არის.  

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს საელჩო დელეგაციის წევრებზე ვიზას დაუშვებს, კოსაჩოვი ამბობს, რომ ვიზიტი მაინც არ შედგება. 

"რატომ უნდა მოვერგოთ აშშ-ის საელჩოს მუშაობის გრაფიკს?" - ამბობს კოსაჩოვი, რომელიც სიტუაციას "მორიგ ანტირუსულ ნაბიჯად" აფასებს. 

РБК წერს, რომ აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურში მათ ზარებს არ პასუხობენ. 

მომხდარს ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ, РИА Новости-ისთან საუბრისას შექმნილ სიტუაციას "უპატივცემულობის აღმაშფოთებელი მაგალითი" უწოდა. ზახაროვასვე თქმით, ეს ამბავი მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა იქნება.

გაეროს გენერალური ასამბლეა 17 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბრამდე გრძელდება. მაღალი დონის შეხვედრები კი 24 სექტემბრიდან იმყოფება. 

გაეროს გენასამბლეის სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს. მის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და პარლამენტის დეპუტატები არიან. 

25 სექტემბერს სესიაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი. 

კომენტარები