გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ზარდიაშვილი გაბინაშვილს: აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი - ორივე ქურდია?

ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს ჰკითხა: 

ვანო ზარდიაშვილი: ჰიპოთეტური შეკითხვაა - აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, თქვენთვის ორივე ქურდია?

მერაბ გაბინაშვილი: კანონმდებელმა თქვა, რომ თუ ის აქლემიც და ნემსიც სხვისია... კანონმდებელმა ის თქვა, რომ ნემსს თუ მოიპარავს, უნდა დაისაჯოს და სამართალი აღსრულდეს და აქლემს თუ მოიპარავს, უნდა დაისაჯოს და სამართალი აღსრულდეს. 

მუხლის შენიშვნაში პირდაპირ ჩამოთვლილია, რომ კვალიფიკაციას განსაზღვრავს ზარალის ოდენობა, დამდგარი მძიმე შედეგი - რა შედეგი მოიტანა ნემსის ქურდობამ. ნემსი შეიძლება არ იყოს რამე ფასეულობის მქონე, მაგრამ მოქმედება უნდა იყოს დასჯადი და ის უნდა იყოს დასჯადი, იმიტომ რომ ნემსის ქურდობა არ არის დაშვებული სამართლებრივად. 

მერაბ გაბინაშვილი ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

კომენტარები