სუს-ი

სუს-მა თაღლითობისთვის სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

0 კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობისთვის "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის" დამფუძნებელი და დირექტორი - ნუგზარ ბ. დააკავა. გარდა ამისა, სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს "არგი ჯგუფის" დამფუძნებელი და დირექტორი - გიორგი ხ. 

"საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს. თავის მხრივ არგი ჯგუფის დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი  დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, არგი ჯგუფმა სამუშაოები ჩაიბარა" - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები