გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგმა ტრამპის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ტვიტერზე თავის აღწერაში ჩაიწერა

0 კომენტარი

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლმა 16 წლის შვედმა აქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა დონალდ ტრამპის გუშინდელ ხუმრობას უპასუხა.

ტრამპმა გუშინ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

"[გრეტა ტუნბერგი] ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგო ჩანს, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში. ისეთი კარგი სანახავია!".

პასუხად, შვედმა სკოლის მოსწავლემ, ტვიტერის საკუთარი თავის დახასიათების ველში ტრამპის ციტატა ჩაწერა.

"გრეტა ტუნბერგი - ძალიან ბედნიერი გოგო, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში" - უწერია ტუნბერგს საკუთარი თავის აღწერაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა 16 წლის აქტივისტზე მას შემდეგ იხუმრა, რაც გრეტა ტუნბერგი გაეროს სამიტზე გამოვიდა ემოციური სიტყვით.

"მასობრივი გადაშენების პირას ვართ, თქვენ კიდევ ფულსა და მარადიული ეკონომიკური განვითარების ზღაპრების გარდა არაფერზე შეგიძლიათ ლაპარაკი. როგორ ბედავთ!" - ასე მიმართა სკოლის მოსწავლემ 60-მდე ქვეყნის ლიდერს.

2018 წლიდან მოყოლებული, ტუნბერგი სათავეში ჩაუდგა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს "პარასკევი მომავლისთვის", რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარასკევობით სკოლას აცდენენ და პოლიტიკოსებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები