უვიზო მიმოსვლა

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმება შედგა.

"საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ "საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს "საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმებას"- წერია განკარგულებაში.

შეთანხმებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს. 

თუ როდიდან ამოქმედდება საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები