გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ჯაფარიძე უვადო მოსამართლეობის კანდიდატებზე: 0 მორალი, 0 სინდისი, 0 ადამიანობა

გირჩი/Girchi

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს არც მორალი, არც სინდისი და არც ადამიანობა აქვთ.

"მე არ შემიძლია ვაღიარო ვერდიქტი რომ დამნაშავე ვარ … ეს იყო ჩემი ბედი, მონაწილეობა მიმეღო ამ საშინელ ძალადობაში. მაგრამ ეს არ მომხდარა ჩემი სურვილების შესაბამისად. ადამიანების ჟლეტა არ ყოფილა ჩემი სურვილი… კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ რომ მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ვიყავი მორჩილი, დავუქვემდებარე საკუთარი თავი ოფიციალურ მოვალეობებს … მე არ დამიხოცავს ებრაელები ენთუზიაზმითა და ვნებით. ეს მთავრობამ გააკეთა… იმ დროს მორჩილება მოითხოვებოდა, ისევე როგორც მომავალშიც იქნება მორჩილებაზე მოთხოვნა ქვეშევრდომებისგან.” - ადოლფ ეიხმანი, ისრაელი, 1961 წელი

თუ ადევნებთ თვალყურს მოსამართლეების მოსმენებს პარლამენტში - ესაა მათი სახე

0 მორალი. 0 სინდისი. 0 ადამიანობა.

ეს ხალხი უშვებს უდანაშაულო ადამიანებს 9 წლით ციხეში 0.0000000000000000000000000001 გრ mdma-ისთვის და საღამოს შვილებთან ბრუნდება ისე თითქოს არაფერი მომხდარა

ამ ხალხმა ზუსტად იცის რომ მათი ასეთი მსახურება მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

Befehl ist Befehl! - უნდა ეწეროს უზენაესი სასამართლოს შენობაზე",- წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის Facebook გვერდზე.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შოთა გეწაძეს უსმენს, ის ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

ვინ არის შოთა გეწაძე - ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პორტფოლიოში.

კომენტარები