სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ძალის გამოყენებაზე ვთქვით უარი, დიალოგზე - არა

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: UN

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ რეგიონში მშვიდობის მისაღწევას დაჭიროა დიპლომატია, დიალოგი და ძველი თუ ახალი ფორმატების ამუშავება ამისათვის:

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა უნდა ვისაუბრო ჩვენი მოსალეობის მდგომარეობაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ, რომელიც ყოფს ნათესავებს, სოფლებს, სადაც ინციდენტები და პროვოკაციები მუდმივი გახდა, სადაც არალეგალური ბორდერიზაცია აქტიურად ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეებს ნორმალურ, მშვიდობიან ცხოვრებას უზღუდავს. მე უნდა ვისაუბრო ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადაც გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, შეზღუდულია გადაადგილება და წვდომა ჯანდაცვაზე და განათლებაზე. ორივე რეგიონში შესასვლელი პუნქტები პერიოდულად იხურება რაც ჰუმანიტარულ პრობლემებს იწვევს.

მე უნდა ვისაუბრო და მსოფლიო გავაფრთხილო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არა მხოლოდ ქართული ენა, აფხაზური ენაც, რომელსაც საქართველოს კონსტუტუცია აღიარებს და რომელიც უნდა დავიცვა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არის გაქრობის ზღვარზე. აფხაზ ხალხს აქვს მკვეთრი დემოგრაფიული შემცირების პრობლემა და უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მსფოლიო აფხაზური ენის, იდენტობის და ტრადიციების გარეშე იქნება ბევრად ღარიბი. ყველა უნდა გავერთიანდეთ რომ დავიცვათ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც ოდესღაც არაბებმა კავკასიას ენების მთა უწოდეს.

უნდა ვისაუბრო ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელბიც ათწლეულებია ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში და მიწაზე დაბრუნებას. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი პასუხი ომსა და ოკუპაციაზე იყო მრავალმხრივი. ჩვენი პასუხი იყო მშვიდობის და განვითარების დაცვა სიტყვის შესრულებით და 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებით. შესაბამისად ჩვენ არ გვყავს სამხედრო ძალები საოკუპაციო ხაზთან და საქართველო ცალმხრივად გმობს ძალის გამოყენებას.

ჩვენი პასუხი ასევე იყო გაშლილი ხელი, სამშვიდობო პროგრამები უკეთესი მომავლისათვის, რომლებიც აძლებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას წვდომას, როდესაც ამაში ხელს არ უშლიან, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ბიზნესის შესაძლებლობებზე და მართალია მცირედ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

ჩვენი პასუხი იყო ღიაობა და ტოლერანტულობა. ბოლო წელს, მაგალითად, მილიონ ხუთასი ათასი რუსი ტურისტი მივიღეთ და არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. ჩვენი პასუხი იყო ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზის შენარჩუნება, რათა არაფერმა გადაგვახვვინოს ჩვენი მიზნიდან, რომელიც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ჩვენ შევძელით გვქონოდა ყველა ამ მიმართულებით აღსანიშნავი პროგრესი კურსის შეცვლის გარეშე.

ეს არის ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვება ომზე და ოკუპაციაზე, ტრაგედიაზე და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობაზე და ოკუპაციის დასრულებაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვიმოქმედოთ. გვჭირდება მოძრაობა და დიპლომატია. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ უარი არ გვითქვამს დიალოგზე. ჩვენ მედეგები ვართ, მაგრამ არ შევეგუებით სტატუს კვოს. ჩვენ გვჭირდება ცვლილებების მიღწევა და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება ამ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.

ჩვენ გვჭირდება არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების წამოწევა რათა შინაარსიანი დისკუსია შევძლოთ. ექსპერტების დისკუსიიდან ნამდვილ პოლიტკური მოლაპარაკებაზე უნდა გადავიდეთ. ყველა მხრიდან არის საჭირო პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი კონფლიქტის გადაჭრის ინსტრუმენტად იქცეს და არა მხოლოდ მენეჯმენტის. პოლიტიკური ნება აუცილებელია საჭიროებისამებრ ახალი ფორმატის შესაქმნელად და ყველა ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იყოს გამოყენებული, რათა რუსეთს მოვუწოდოთ დისკუსიისაკენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის თაობაზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების დაშვებაზე, როგორც იყო შეთანხმებული.

საოკუპაციო ხაზზე ვითარების დეესკალაცია ჩვენი პირველი პრიორიტეტია და ამან უნდა გაგვიკვალოს გზა ეფექტური გადაწყვეტისაკენ." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები