სტიქია

ძლიერი წვიმის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, მაღაზიები დაიტბორა

მთავარი არხი

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, "პიქსელის" შენობასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მაღაზიები დატბორა.

მეპატრონეები მომხდარს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებენ. კერძოდ კი, ისინი ამბობენ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა სანიაღვრე მილი ღია დატოვეს და ამის გამო მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი დაგროვდა. 

ისინი ამის შესახებ "მთავართან" საუბრობენ. მაღაზიების მეპატრონეები ამ დროისთვის ზარალს ითვლიან.

მათი ბრალდებების შესახებ თბილისის მერიას ან კონტრაქტორ კომპანიას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები