მარტვილი

მარტვილის მე-2 საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მარტვილში, მე-2 საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა.

როგორც ტაბულას მარტვილის მერიაში უთხრეს, ბავშვები ამ დროისათვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და გამოკვლევები უტარდებათ.

უწყებაში ამბობენ, რომ ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა 19 ბაღის მოსწავლის მოწამვლის მიზეზი.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები