სახელმწიფო ბიუჯეტი

მომავალი წლიდან ასაწონ თუთუნზე დაბეგვრის განაკვეთი გაიზრდება

თბილისის ფორუმი

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ასაწონი თუთუნის დაბეგვრის განაკვეთებს გაზრდის. ამის შესახებ ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილშია საუბარი. 

სულ 2020 წელს მთავრობა სააქციზო შემოსავლების სახით1,3 მილიარდი ლარის მიღებას ვარაუდობს.
"გაანგარიშებაში გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იცვლება თუთუნის დაბეგვრის განაკვეთები.", — წერია კანონპროექტში. 

ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ რვა თვეში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 9%-ით არის შემცირებული, კლება დაახლოებით 85 მილიონი ლარია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, კლება ძირითადად ფილტრიანი სიგარეტიდან მიღებული შემოსავლების კლებითაა განპირობებული.

კაკაურიძის თქმით, ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ზრდის შემდეგ შეიცვალა თამბაქოს მოხმარების სტრუქტურა და მწეველთა დაახლოებით 30% გასახვევ, ასაწონ თუთუნზე გადავიდა.

კომენტარები