სემეკ-ის თავმჯდომარე

პარლამენტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო

0 კომენტარი
დავით ნარმანია ფოტო: საქართველოს მთავრობა

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. 

კენჭისყრის გადადების მიზეზი ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.

ევროპული საქართველოს წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ის წევრების წარდგენის უფლება აქვს.

"ჩემი განცხადება ნამდვილად არ ეხება პირადად დავით ნარმანიას. საქმე ეხება მისი წარდგენის პროცედურას. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩანს, სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული პრობლემაც გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წევრების წარდგენის უფლება აქვს, მას თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, პრეზიდენტს დავით ნარმანიას თავმჯდომარედ წარდგენის უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად პარლამენტს უფლება არ აქვს კენჭი უყაროს", - თქვა ხათუნა გოგორიშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტში ნათქვამია: 

"პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს". 

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა 18 სექტემბერს წარუდგინა. იქამდე თბილისის უოფილი მერი სალომე ზურაბიშვილს სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვდა. 

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოიწურა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები