კრიმინალი

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი წურწუმია საკანში გარდაცვლილი იპოვეს

ძმის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი წურწუმია საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას IPN ავრცელებს. 

თავის მხრივ, ინფორმაციას ადასტურებს სოფელ ჯუმას გამგებელი, ზურაბ ფაჟავა. გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკვლელობის შესახებ, ფაჟავა ამბობს, რომ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. 

გიორგი წურწუმია ძმის, რობერტ წურწუმიას მკვლელობის ბრალდებით 28 სექტემბერს სოფელ ჯუმაში დააკავეს. 

კომენტარები