ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც ცხოვრების ბოლო თვეები კლინიკაში გაატარა.
დაათვალიერეთ გია ყანჩელის ცხოვრების უცნობი ფოტოები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერაა გაციფრულებული:
ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. 1963 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი", "მეთორმეტე ღამე".
ასევე მისი შექმნილია მუსიკა კინოფილმებისთვის "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.