აშშ-უკრაინა

მედია: აშშ-ის სახ. დეპ.-მა უკრაინისთვის $39 მლნ.-ის ჯაველინების მიყიდვა დაამტკიცა

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 39 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯაველინების მიყიდვა დაამტკიცა. ანტი-სატანკო რაკეტების დანიშნულებას რუსეთის შეკავება წარმოადგენს.

ინფორმაციას ამერიკული და საერთაშორისო მედია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს და ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით კომენტარს კონგრესისათვის ოფიციალურად შეტყობინების შემდეგ გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდე საინპიჩმენტო გამოძიება უკრაინისათვის ჯო ბადიენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნის პარალელურად სამხედრო დახმარების დაყოვნების გამო დაიწყო.

სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ ტრამპს სწორედ ჯაველინების მიყიდვა სთხოვა, რის შემდეგაც ტრამპმა საუბარი ბაიდენის და მისი შვილი წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში დახმარებაზე გადაიტანა.

სატელეფონო საუბრამდე ტრამპმა პენტაგონს უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების დროებით შეჩერება უბრძანა.

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ 7 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინას მეტი ჯაველინების შეძენა სურდა.

უკრაინამ 210 რაკეტა და 37 სატყორცნი დანადგარი 2018 წელს 47 მილიონ დოლარად შეიძინა. გარდა იარაღის მიყიდვისა 2014-2019 წლებში აშშ-მა უკრაინას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ტრამპმა საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტრამპი ზელენსკის ბაიდენის და მისი შვილის საქმის გამოძიებას სთხოვს. ტრამპა რაიმე კანონდარღვევას უარყოფს და საიმპიჩმენტო გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

კომენტარები