თბილისობა 2019

"თბილისობა 2019" - რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში

tbilisi.gov.ge

5-6 ოქტომბერს "თბილისობა 2019" გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. მათი ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; "მულტიეთნიკური თბილისი" რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

მერიის ცნობით, ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“.

"ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს"- აცხადებენ მერიაში. 

თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება "მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

ღონისძიებების სრული პროგრამა ნახეთ აქ:

5 ოქტომბერი

რიყის პარკი

12:00 – 20:00

  • ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
  • ტკბილეულის ფესტივალი
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
  • საბავშვო კონცერტი
  • ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
  • სპორტული აქტივობები
  • ,,მულტიეთნიკური თბილისი”

ორბელიანის მოედანი

12:00 – 20:00

  • ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
  • ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
  • ,,ORBELIANI OPEN MARKET”
  • მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")
  • პროექტი „გვიდირიჟორე

ლეღვთახევი

12:00-22:00

  • „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი      

12:00-18:00

  • სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
  • მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი  

  • 14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
  • 20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

 

6 ოქტომბერი

რიყის პარკი

12:00 – 20:00

  • ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
  • ტკბილეულის ფესტივალი
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
  • საბავშვო კონცერტი
  • ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
  • სპორტული აქტივობები

ორბელიანის მოედანი

12:00 – 20:00

  • ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
  • ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
  • ,,ORBELIANI OPEN MARKET”
  • მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")
  • პროექტი ,,გვიდირიჟორე

ლეღვთახევი

12:00-22:00

  • „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი      

12:00-18:00

  • სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
  • მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი

17:00

  • თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

ევროპის მოედანი 

  • 20:00 სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” - საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

კომენტარები