ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ამ ადგილას ავტომობილით მიიყვანეს და დატოვეს. ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.    

ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე საქმე სსკ-ის 117-ე, 143-ე და 136-ე მუხლებით არის აღძრული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები