ბათუმი

მას შემდეგ, რაც ბათუმში ჩაასფალტებული ქვაფენილის ფოტო გავრცელდა, მისი აყრა დაიწყეს

დღეს, 7 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს ქვაფენილის ნაწილზე დაგებული ასფალტი. 

ფოტო ბათუმში, მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაშია გადაღებული და ფეისბუქზე რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

​აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები შაბათს, 5 ოქტომბერს შეასრულა. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ შპს "გზები" გაფრთხილებულია და ხარვეზს გამოასწორებს.

ამის შემდეგ, ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა მივიდა და ჩაასფალტებულ ქვაფენილს ყრის.

კომენტარები