მაკო გომური დაზარალებულად ცნობილი არაა - გახარია პროცედურებს აბრალებს

"დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან  მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი", - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ არის მაკო გომური 20 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებულ პირთა შორის.

ყოფილმა შს მინისტრმა ასევე არ დაადასტურა, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა, - "თუმცა, შეიძლება მივმართო", - ამბობს გახარია.

ცნობისთვის, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან სამნახევარი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები