მაკო გომური

რატომ არ ცნეს დაზარალებულად მაკო გომური - პროკურატურის განმარტება

0 კომენტარი
მაკო გომური

"აქტიურად მიმდინარეობს გამოძიებები," - საქართველოს მთავარი პროკურატურა პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ ცნეს დაზარალებულად მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგა.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდება თითოეული ეპიზოდი და ინდივიდუალურად გადაწყდება როგორც შეკრებაში მონაწილე მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების დაზარალებულად ცნობის საკითხი.

"საქართველოს გენერალური პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიებები როგორც 20 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობს ფაქტზე, ასევე, ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რომლის ფარგლებში განცხადებაში მითითებული პირების მიმართ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მისი გამომწვევი მიზეზები თუ საშუალებები. გარდა ამისა, გამოძიება სწავლობს, თითოეულ ამ პირთან მიმართებით მოხდა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენება კანონით დადგენილი წესის დარღვევით," - ამბობენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან სამნახევარი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები