უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

შალვა თადუმაძე სამ კურსელსა და სამ ლექტორს არ ასახელებს [VIDEO]

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს, მის დიპლომთან დაკავშირებული ეჭვების გასაქარწყლებლად, სთხოვა, დაესახელებინა სამი კურსელი ან სამი ლექტორი, რომელიც მას უნივერსიტეტში ასწავლიდა. 

თადუმაძემ კი უპასუხა, რომ "სამი კი არა, ათის ჩამოთვლა" შეუძლია, მაგრამ არ ჩამოთვლის. 

ამის შესახებ ბოკერიამ კითხვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უსმენენ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა. 

გიგა ბოკერია: იმის გამო, რომ ასეთი დიდ საკითხად იქცა ეს ამბავი [დიპლომი], ხომ არ შეგიძლიათ, რომ ჩემი მეგობრის, კოლეგის, ლევან სამუშიას, კითხვაზე უპასუხოთ, კურსელები ხომ არ გახსოვთ, სამი... ამ წინააღმდეგობის, ამ ვნებათაღელვის მოსასმენად, თქვენი "საიდუმლო დოკუმენტის" გამო სამი კურსელის გვარი და სახელი. 

შალვა თადუმაძე: დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს, ბატონო გიგა, გეტყვით, რატომ. 2001 თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებებზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით. 

გიგა ბოკერია: და მერე? ქვეყნის გენპროკურორად კი არ აყავდით და მთელი ცხოვრებით უზენაეს სასამართლოში კი არ გნიშნავდნენ.

ბატონო შალვა, სამი კურსელის გვარი ჩამომითვალეთ. 

შალვა თადუმაძე: 10 შემიძლია, დავასახელო, არ დავასახელებ იმიტომ, რომ მათთვის არ მიკითხავს მე.

გიგა ბოკერია: პროფესორი, ლექტორი შეგიძლიათ, თქვათ? სამი. 

შალვა თადუმაძე: შემიძლია, 10 დავასახელო და არცერთისთვის არ მაქვს შესაბამისი ნებართვა, რომ მათი სახელები და გვარები ამ ტრიბუნიდან ვთქვა.  

კომენტარები