5 ფილმი შემოდგომის ცივი საღამოების გასაყვანად

შემოდგომის მოსვლა ტემპერატურის დაცემასა და სახლში დარჩენის სურვილის მკვეთრ ზრდასთან ასოცირდება. დამღლელი დღის შემდეგ კი კარგი ფილმის ნახვა არავის აწყენდა. აი ხუთი ფილმი, რომლის ნახვასაც წელიწადის ამ დროს გირჩევდით:

1) When Harry Met Sally... (1989)

12 წლიანი მეგობრობისა და სიყვარულის ისტორია, რომელიც შემოდგომის ფერებში გახვეული ნიუ-იორკის ქუჩების ფონზე ვითარდება აუცილებლად გაათბობს ოქტომბრის ცივ საღამოს. 


ფოტო: IMDB
 

2) HARRY POTTER AND THE PRISONER OF AZKABAN 

ზოგადად, ნებისმიერი ჰარი პოტერის ნაწილი გაგიხალისებდათ შემოდგომის საღამოს, თუმცა რეჟისორ ალფონსო კუარონის გადაღებულ ამ ფილმში ალბათ ყველაზე მეტად ჭარბობს შემოდგომის დღესასწაულების ატმოსფერო. გოგრები, ჯადოქრები, ჰოგსმიდში გაპარვები...


ფოტო: IMDB

3) The Hobbit: An Unexpected Journey 

ამ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა აუცილებლად გაახალისებს ცივ საღამოს იმდენად, რომ შესაძლებელია ადგომა თბილად ჩაცმა და თავგადასავლების საძებნად წასვლაც კი მოგინდეთ. ბილბო ბეგინსის მოგზაურობის ნახვა არასდროს არის ცუდი იდეა და არც შემოდგომის დღეებია გამონაკლისი.


ფოტო: IMDB

4) Spider-Man: Into the Spider-Verse

ეს ანიმაცია საღამოს არა მხოლოდ გაგიხალისებთ, არამედ იმდენად ლამაზ სამყაროში გამოგზაურებთ, რომ იქიდან დაბრუნება არასდროს მოგინდებათ. ოსკარიც ტყუილად არ მიუღია


ფოტო: IMDB

5) Spring, Summer, Fall, Winter... and Spring

ეს არის ფილმი ყვლაფერზე- ადამიანისა და ბუნების კავშირზე, დროის დინებაზე, ცხოვრებაზე. სურათში ასახული წელიწადის დროების უმშვენიერესი პეიზაჟები და ფილოსოფიური მოტივები კი იდეალურად მოუხდება შემოდგომის განწყობას. 


ფოტო: IMDB


ფოტო: IMDB

კომენტარები