საბიუჯეტო ხარჯები

ქუთაისის პარლამენტის უფუნქციო შენობის შენახვაზე ბიუჯეტიდან წელს 690 ათასი დაიხარჯა

თორნიკე ბარათაშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა და ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტზე დაყრდნობით, ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის შენახვა ბიუჯეტს წელს უკვე 689 326 ლარი დაუჯდა.

შენობა, რომლის აშენებაც 326 მილიონი ლარია დახარჯული, უფუნქციოდაა მას შემდეგ, რაც პარლამენტის საქმიანობამ მთლიანად გადმოინაცვლა თბილისში. ამ დროისთვის კვლავ უცნობია, რისთვის აპირებს სახელმწიფო მის გამოყენებას.

2019 წლის პირველი რვა თვის მანძილზე შენობის ელექტროენერგიაზე 398 290 ლარი დაიხარჯა, წყალზე 201 050 ლარი, ხოლო ბუნებრივ აირზე 89 986 ლარი.

ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და იქ ჩატარდა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. 2019 წლის დასაწყისში კი პარლამენტის საქმიანობამ სრულად გადმოინაცვლა თბილისში.

კომენტარები