Rihanna

რიანა ამერიკული VOGUE-ს გარეკანზე მოხვდა და მონაწილეობა ფოტოსესიაშიც მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: Ethan James Green / Vogue

ბარბადოსელი ვარსკვლავი, Rihanna ამერიკული ვოგის ნოემბრის გარეკანზე მოხვდა და მონაწილეობა ფოტოსესიაშიც მიიღო.

გარდა ამისა, ჟურნალთან მომღერალმა თავის მიერ დაარსებულ ბრენდ Fenty-ზე, ახალ ალბომზე, დონალდ ტრამპსა და ცხოვრებაზე ისაუბრა.

ჟუნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა ერთ დღეს მუსიკის კეთება შეწყვიტოს, მან შემდეგნაირად უპასუხა.

"ოჰ, არა. მუსიკა გავს რაღაც ნიშნებით საუბარს სამყაროსთან, სადაც მათ შენი ესმით. ეს არის უცნაური ენა, რაც მე მათთან მაკავშირებს. მე დიზაინერი, მე ქალი, რომელიც ქმნის მაკიაჟსა და თეთრეულს - ეს ყველაფერი მუსიკით დაიწყო. ეს იყო ჩემი პირველი დამაკავშირებელი სამყაროსთან. ამის შეწყვეტა ნიშნავს მათთან კომუნიკაციის შეწყვეტას", - თქვა რიანამ.

რიანამ ფოტოსესიისთვის Fenty-ის, Dolce & Gabbana-ს, ალექსანდრ მაქქუინის და გუჩის ტანსაცმელი მოირგო. სურათები მას ეტან ჯეიმს გრინმა გადაუღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები