დაჭრა მარნეულში

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა

 

გუშინ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული რ.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გუშინ, 10 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ მარნეულის ცენტრში, დღისით, პირი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე მაგიდასთან მივიდა, სადაც რამდენიმე ადამიანი იჯდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა "წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე" მოხდა. 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტ ზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1- ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები