1981 წლის შემდეგ ირანში ქალები საფეხბურთო შეხვედრას პირველად დაესწრნენ. პირველად ისლამური რესპუბლიკის დაარსების ისტორიაში, ირანი-კამბოჯას დაპირისპირებას ისინი ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს.
მატჩზე დასასწრებად 3 500 ე.წ ქალის ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ქალებს მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე შეეძლოთ ბილეთის შეძენა. რადგან, ხელისუფლების განმარტებით, ირანი აკძალვის სრულად მოხსნისთვის "ჯერ მზად არაა".
ირანმა კამბოჯა ანგარიშით 14-0 დაამარცხა.
ირანში ქალების თამაშზე დასწრებაზე აკრძალვის გაუქმება ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება. საჰარ ხოდაიარი მატჩზე მამაკაცის ტანსაცმლით შეიპარა, სასამართლომ ის სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა, მოგვიანებით მან გაიგო, რომ გამამტყუვნებელი განაჩენის შემთხვევაში 6 თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ქალმა სასამართლოს წინ თავი დაიწვა. შემთხვევის შემდეგ ირანში მიირეს გადაწყვეტილება, 10 ოქტომბერს გამართულ მატჩზე ქალებისთვის შესვლის უფლება მიეცათ.
მანამდე, Fifa-მ ირანს ვადა 31 აგვისტომდე მისცა, რათა სტადიონზე ქალები დაეშვა, თუმცა ქვეყანა მოთხოვნას არ ასრულებდა. Fifa-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მწუხარება გამოთქვეს ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ირანს კიდევ ერთხელ მოუწოდეს იმ ქალების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც აკრძალვის მოხსნისათვის იბრძვიან.
ირანში ქალებს სტადიონებზე კაცების თამაშებზე დასწრება 1981 წლიდან ეკრძალებათ. აკრძალვა დროებით გასულ წელს მოხსნეს და ქალებს საშუალება ჰქონდათ სტადიონზე, ეკრანზე ეყურებინათ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისათვის.