დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქმნის

საქართველოს მთავრობა

მთავრობა ახალ საჯარო უწყებას, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის. ამის შესახებ ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში უდასტურებენ.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება, სადაც ტაბულას უთხრეს, რომ პროექტის მიხედვით, "სამინისტროს დაევალა სააგენტოს შექმნა, ფუნქციების გამოყოფა და განსაზღვრა."

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, "ჯერ-ჯერობით არ არსებობს დასაქმების სააგენტოს დებულება" და დანარჩენი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უწყება 30 ნოემბრამდე შეიქმნება და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

კომენტარები