უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

0 კომენტარი
მიტროპოლიტი ეპიფანე

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სამართლმადიდებლოში განხეთქილება მოჰყვა - მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია, გაწყვეტს თუ არა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

სინოდის განჩინება დღეს გამოქვეყნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები