მედიცინა

აშშ-ში მკვლევარებმა ძუძუს კიბოს ვაქცინა, შესაძლოა, 8 წელში ხელმისაწვდომი გახადონ

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

აშშ-ის ფლორიდის შტატში ქალაქ ჯექსონვილში მაიოს კლინიკის მკვლევარების თქმით, მათ მიერ შექმნილი ძუძუს კიბოს ვაქცინა, შესაძლოა, მომავალი რვა წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოს.

ვაქცინამ, შესაძლოა, ძუძუსა და საკვერცხეების კიბოს განვითარება და განმეორება შეაჩეროს. 

მკვლევარმა კეიტ კნუტსონმა თქვა, რომ კვლევა ამჟამად ადრეულ ფაზაშია და სულ მცირე სამი წელია საჭირო, რომ ვაქცინა მესამე ეტაპზე გადავიდეს და მრავალი პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

იმუნოლოგებს ორი სიმსივნის ვაქცინა უკვე აქვთ - მესამე სტადიის კიბოსა და HER2 პოზიტიური ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. ახლა კი მესამე ვაქცინაზე, სარძევე ჯირკვლის სადინრის კარცინომა in situ (DCIS) არაინვაზიური ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მუშაობენ, რომელიც აშშ-ში ყოველწლიურად 300 000 ადამიანში იჩენს თავს.

"ვიცით, რომ უსაფრთხოა და იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რათა ებრძოლოს კიბოს. ვიცით, რომ ვაქცინებმა საკვერცხისა და ძუძუს კიბოზე დადებითი გავლენა იქონიეს," - თქვა კნუტსონმა.

მკვლევარებმა ვაქცინების შედეგად გაღიზიანება, გრიპის ვაქცინაციის შემდგომ გაღიზიანებას შეადარეს და მათ სხვა გვერდითი მოვლენა არ დაუნახავთ.

კნუტსონი მის კოლეგებთან ერთად ცდილობს შეისწავლოს, თუ როგორ არიდებენ სიმსივნეები თავს იმუნურ სისტემას. კნუტსონისა და მაიოს კლინიკის ვაქცინები ადამიანის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რათა მოკლას სიმსივნური უჯრედი - ეს არის ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას ეხმარება, რომ თავს დაესხას კიბოს უჯრედებს. 

"თუ იმუნურ სისტემას ისე გავწვრთნით, რომ გადაგვარებული, სიმსივნური ან პრესიმსივნური უჯრედები ამოიცნოს, მაშინ, შესაძლოა, იმუნურმა სისტემამ ისინი განვითარების დაწყებამდე შეამციროს," - თქვა მაისოს კლინიკის ქირურგმა ემი დეგნიმმა. ასეთი ნაადრევი აღმოჩენით ექიმები სიმსივნეს ადრეულ სტადიაზევე იპოვიან.

არის შემთხვევები, როდესაც სიმსივნური უჯრედები შეიძლება ადამიანის იმუნური სისტემით, მედიკამენტური ჩარევის გარეშე, განადგურდეს. 

ახლა ვაქცინების კლინიკური გამოცდებით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დარწმუნებაა საჭირო. თავდაცვის დეპარტამენტმა 13.3$ მილიონი 5-წლიანი გრანტი იმ ვაქცინების გამოსაცდელად გამოყო, რამაც მესამე სტადიის სიმსივნის ხელახალი განვითარება უნდა შეაჩეროს.

კლინიკური გამოცდის მეორე ფაზა 12 მლნ აშშ დოლარიდან 20 მლნ აშშ დოლარამდე ჯდება. მესამე ფაზა ამ შესაძლოა ორჯერ ძვირი დაჯდეს.

"ჩვენ ასევე ვმუშაობთ სიმსივნის პრევენციაზე ნაციონალური ძუძუს კიბოს კოალიციასთან ერთად. 2020 წლისთვის ვემზადებით კლინიკური კვლევის პირველი ფაზისთვის," - თქვა კნუტსონმა.

პირველად ვაქცინას დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე გამოცდიან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ კიბო და იმედოვნებენ, რომ ხელახლა არ გაუჩნდებათ. თუ კლინიკური გამოცდის პირველი ფაზა წარმატებით ჩაივლის, მეორე ფაზაში ამას ადამიანთა შედარებით დიდ რაოდენობაზე გამოცდიან. მესამეზე კი უფრო მეტ ადამიანებზე.

უცნობია, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინები ყველა ტიპის სიმსივნისათვის, რადგან ყველა სიმსივნე ერთმანეთისგან განსხვავებულია. სხვა მკვლევარები ფილტვისა და პროსტატის კიბოზე მუშაობდნენ. კნუტსონის თქმით, ზოგიერთი მათი მიდგომა მსგავსი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები