მარტინ სკორსეზე მარველზე

მარტინ სკორსეზემ მარველის ფილმები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

0 კომენტარი

მარტინ სკორსეზემ ლონდონის კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმი "The Irishman" წარადგინა და მაყურებელს გაესაუბრა. პრესკონფერენციის დროს რეჟისორი კვლავ შეეხო კომპანია Marvel-ის თემას და მისი ფილმები გააკრიტიკა. 

"ეს კინო არ არის, ეს რაღაც სხვაა. ამ ფილმებმა არ უნდა დაგვიპყრონ. კინოთეატრებმა ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ და ის ფილმები აჩვენონ, რომლებშიც ნამდვილი ისტორიაა ჩადებული" თქვა რეჟისორმა. 

თუმცა ამჯერად, სკორსეზემ აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია იმ ადამიანებით ვინც მარველის პროექტებს ქმნის. 

"კინოთეატრები გასართობ პარკებს დაემსგავსა. ეს კარგია მათთვის ვისაც ასეთი ფილმები უყვარს. ის ვიცი, რომ ამ პროექტებში დიდი შრომაა ჩადებული და აღფრთოვანებული ვარ მათი ვინც ამ პროექტებზე დაუღალავად მუშაობს"

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სკორსეზემ აღნიშნა, რომ კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმები კინო არ არის. რეჟისორის სიტყვებს კი უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის სემიუელ ელ ჯექსონი და რობერტ დაუნი ჯუნიორი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები