არადეკლარირებული საქონელი

სარფსა და წითელ ხიდზე 19 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

Reuters

სარფისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებში 19 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"9-15 ოქტომბერს, სარფისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად,
ჯამში, 19,420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს",- წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები