სახელმწიფო ბიუჯეტი

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კომპანიებმა 528 ათასი ლარის ტენდერებში გაიმარჯვეს

0 კომენტარი
ზაზა მელიქიძე ფოტო: guardian.ge

არასამთავრობო ორგანიზაციის ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა სულ 528 ათასი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მელიქიძის კომპანიებმა 29 იდან 15 შემთხვევაში გაიმარჯვეს. აქედან 14 შემთხვევაში კი შემსყიდველი ახალციხის მუნიციპალიტეტია.

ზაზა მელიქიძე ახალციხის მერის პოსტს 2017 თვითმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს. 2014 წლიდან 2017 წლამდე მელიქიძე ახალციხის გამგებლის პოსტს იკავებდა. 

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სარფიან ხელშეკრულებებს მერის საკუთრებაში არსებულ კომპანიებთან, მერის მოადგილე აფორმებს, რომელიც 2006-2008 წლებში ამავე კომპანიაში ფინანსური მენეჯერის პოსტს იკავებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები