მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძის თქმით, მთავრობამ ანაკლიის ამერიკელ ინვესტორებს უთხრა, რომ სასურველები არ იყვნენ

0 კომენტარი
ფოტო: youtube.com EY Global

მოძრაობის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე ისაუბრა. ხაზარაძემ თქვა, რომ პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა:

"დეკემბერში, ერთ-ერთმა ამერიკულმა უზარმაზარმა საინვესტიციო კომპანიამ, დაამთავრა ანაკლიის თემის შესწავლა და პრინციპული თანხმობა გვითხრა ინვესტიციის ჩადებაზე. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენ, არსებულ უცხოელ და ქართველ ინვესტორებს 75 მილიონი დოლარი გვაქვს ჩადებული კომპანიაში, 400 მილიონი გამზადებულია შემოსასვლელად, ბანკების დაფინანსება. კომპანიის სახელს ვერ დავასახელებ, არ მაქვს ამის უფლებამოსილება, მაგრამ დადგება ამის დროს. შევხვდი ამ კომპანიის თავმჯდომარეს ნიუ იორკში. შევთანხმდით არა მარტო ანაკლიაში ინვესტირებაზე, არამედ ხელი ჩამოვართვით, რომ ისინი გახდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სხვა პროექტებში. იქვე დაავალა თავის დირექტორს, რომ დავხუროთ ფინანსურად თემა. ერთი კვირა გადის - არ ჩანან, ორი კვირა გადის - არ ჩანან. ამბობენ, რომ მესამე კვირას ჩამოვდივართ, ვხვდებით თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ვუთხარით რომ წავყვებოდით მაგრამ, ასე გვითხრესო, რომ მარტო შევხვედროდითო. მე არ ვიცი ვის შეხვდნენ. მიახლოებით ეჭვი მაქვს. ასეთი გზავნილი გვითხრეს - ჩვენ გვითხრესო, რომ თქვენ აქ სასურველი არ ხართო. თავი შეიკავეთ ინვესტირებაზე. ამის შემდეგ გამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო და ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებს ანაკლიაზე. მეორე დილას, იგივე პიროვნება, ამ ფონდის გენერალური დირექტორი, გვირეკავს ვაშინგტონიდან და გვეუბნება - შევხვდი დილას პრემიერ ბახტაძეს და გვითხრეს მწვანე გაქვთ ანთებულიო. მწვანეს რატო აუნთებ თუ წითელი არ იყო ანთებული? ჩვენ განვაახლეთ და თვენახევარში დავხურეთ თავიდან ეს შეთანხმება. აგვისტო მოდის, გვირეკავენ, ისევ დაგვიკავშირდნენ თქვენი [მთავრობიდანო]. ამის შემდეგ წაგვიყენეს ბრალი, სამი ბრიფინგი ჩაატარეს, მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ საქართველოში ფული გაათეთრეს ბადრიმ და მამუკამ. ყველა პარტნიორს გააგებინეს." - ამბობს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ კონსორციუმს ინვესტორებისა და კაპიტალის შევსების შესახებ სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა დღეს ეწურება.

14 ოქტომბერს საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს ლიდერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტისთვის საჭირო თანხები კონსორციუმმა უკვე მოიძია. 

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ახლანდელმა თავმჯდომარემ, ლევან ახვლედიანმაც. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარუდგინა სახელმწიფოს ორი პოტენციური ინვესტორი და ახლა ბურთი სახელმწიფოს მოედანზეა. 

საუბარია, ამერიკული კონტი ჯგუფის პოტენციურ ჩამნაცვლებელზე კერძოდ ყაზახურ, Meridian Capital Limited-ზე და ჰოლანდიურ Van Oord-ზე. ვრცელდება ინფორმაცია ამერიკულ ფონდზე, რომელიც მზადაა პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა კომპანიის სახელწოდება ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები