აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტიცია 9,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

ვლადიმერ პუტინი
The New Yorker

რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში შენატანები 800 მილიონი დოლარით გაზარდა. ეს პირველი მატებაა თებერვლის შემდეგ. 

ამგვარად, მიმდინარე წელს აგვისტო უკვე მეორე თვეა, რომელშიც რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ქაღალდებში ინვესტირება გაზარდა. მატების მიუხედავად, ზრდა იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა, რომ ჯამური ინვესტირების მაჩვენებელი ივნისის მონაცემებს გაუტოლდა. 

სულ ამერიკის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებული 9 მილიარდი დოლარიდან 3 მილიარდი მოკლევადიან ობლიგაციებზე მოდის, ხოლო გრძელვადიან ობლიგაციებზე დარჩენილი 6 მილიარდი დოლარი. 

ამერიკის ფასიან ქაღალდებში ინვესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთში 2010 წელს შეიმჩნეოდა, მაშინ რუსეთმა სულ 170 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ბოლო წლებში მაჩვენებელი შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. ინვესტირების შემცირება 2018 წლის აპრილში დაიწყო, მაშინ რუსეთმა ერთდროულად 47 მილიარდი დოლარის ქაღალდები გაანაღდა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ამას რეზერვების დივერსიფიკაციით ხსნიდა. უნდა ითქვას, რომ რეზერვების დივერსიფიკაციას რუსეთისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. სავალუტო რეზერვებში დოლარის წილის შემცირების გამო, რუსეთის ეკონომიკამ 8 მილიარდი დოლარი დაკარგა.

კომენტარები