აშშ-თურქეთი

პენსი: თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციებს შეაჩერებს

BBC

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციებს შეაჩერებს.

ქურთთა "თავდაცვის სახალხო რაზმებს" შესაძლებლობა მიეცემათ, 5 დღის განმავლობაში განმავლობაში ე.წ. უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლონ.

ეს გაცხადება პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა. ის მედიის წინაშე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად წარსდგა. 

სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთმა აშშ-სთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. მოლაპარაკება ანკარაში გაიმართა.

"ყველა მოქმედება, რომელიც "მშვიდობის გაზაფხულის" ფარგლებში მიმდინარეობს, შეწყდება, ხოლო უშუალოდ ოპერაცია მთლიანად შეჩერებულია ვიდრე ქურთული ძალები არ დაასრულებენ გასვლას," - თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსმა ასევე თქვა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო ანკარას წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ შემოღებული სანქციები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც რეგიონში ცეცხლი მთლიანად შეწყდება. 

"ჩვენ დროებით ვაჩერებთ ოპერაციას, არ ვწყვეტთ. ოპერაციას მხოლოდ მაშინ შევაჩერებთ, როდესაც რეგიონიდან ქურთთა ძალები სრულიად უკან დაიხევენ," - თქვა პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

სირიის დემოკრატიული ძალები ვაშინგტონსა და ანკარას შორის გამართულ მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამ შეთანხმების მიღწევა სამი დღის წინ შეუძლებელი იყო - "ამის გასაკეთებლად საჭირო იყო "მკაცრი" სიყვარული. ეს ყველასთვის შესანიშნავია. ყველათი ვამაყობ!"

თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ.

კომენტარები