მინისტრთა კაბინეტი

პრემიერი: თურნავას ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია

0 კომენტარი

"ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა," - პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის შესაძლო ცვლილებას არ ადასტურებს. ამის შესახებ გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას შემდეგ ისაუბრა. 

"თურნავას ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, რომელსაც ავრცელებენ," - ამბობს გახარია.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს.

რამდენიმე დღის წინ ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა პოსტი დატოვოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები