Once Upon A Time In Hollywood

კვენტინ ტარანტინო ჩინეთისთვის Once Upon A Time In Hollywood-დან არაფერს ამოჭრის

Variety.com

კვენტინ ტარანტინო არ შეასრულებს ჩინეთის გაქირავების კომპანიების მოთხოვნებს და Once Upon A Time in Hollywood-დან არაფერს ამოჭრის - ეს ინფორმაცია რეჟისორმა Variety-ის დაუდასტურა.

ჩინეთში კვენტინ ტანარტინოს ახალი ფილმის პრემიერა 25 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა ის გაურკვეველი ვადებით გადაიდო.

ფილმს ჩინეთში გარკვეული პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მამის პერსონაჟით უკმაყოფილომ, ბრიუს ლის შვილმა, სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საუბარია იმ სცენაზე, სადაც ბრედ პიტის პერსონაჟი ბრიუს ლის ეჩხუბება.

"თუ ტარანტინო რაღაცების ამოჭრას დათანხმდება, ფილმი გაქირავებაში უპრობლემოდ გავა", - თქვა გაქირავების ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კვენტინ ტარანტინოს ფილმს ჩინეთში გაშვებაზე პრობლემა ექმნება. 2012 წელს, Django Unchained, კინოთეატრებში იქამდე არ გაუშვეს, სანამ რეჟისორმა რაღაც ნაწილები არ ამოჭრა.

კომენტარები