უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მიქაბერიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციით სასამართლოს დაცვის მექანიზმები გაიზარდა

0 კომენტარი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე ამბობს, რომ კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმები გაზარდა. 

ამის შესახებ მიქაბერიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნება - კონსერვატორების დეპუტატის, ნინო გოგუაძის, კითხვის პასუხად ისაუბრა, რომელმაც მას ჰკითხა, რა გარანტიები შეუქმნა კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ სასამართლო ხელისუფლებამ. 

გოგუაძის დამატებით კითხვაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა სასამართლო დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმების გაზრდა, მიქაბერიძე პასუხობს, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ისაა, რომ ახალი ჩანაწერით რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია აღარ შეიძლება მოსამართლის თანამდებობიდან მოხსნის საფუძველი გახდეს. 

"ვფიქრობ, ეს არსებითად და პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი გარანტიაა იმისათვის, რომ მოსამართლემ თავი იგრძნოს დამოუკიდებლად და მას სრულყოფილად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ნებისმიერი წინაღობების მიუხედავად, სამოსამართლეო უფლებამოსილება განახორციელოს ღირსეულად,"- ამბობს მიქაბერიძე. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატს უსმენენ, რომელთა სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები