ლიბანი

ლიბანში აქციების პასუხად მთავრობა მინისტრების ხელფასებს გაანახევრებს

Reuters

ლიბანში მიმდინარე საპროტესტო აქციის საპასუხოდ მთავრობამ რეფორმების პროექტი მიიღო, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, მინისტრების ანაზღაურებას გაანახევრებს. განახევრება მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტარების ხელფასებიც. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს შეღავათები და პრივილეგიები შეუმცირდებათ.

მთავრობა გეგმავს სატალეკომუნიკაციო სექტორის პრივატიზებას და ენერგეტიკის სექტორის რეფორმებს.

პრეზიდენტმა ჰარირიმ მთავრობას რეფორმებზე შესათანხმებლად 72 საათი მისცა.

ლიბანში დემონსტრაციები მეხუთე დღეა გრძელდება. თავდაპირველად ქუჩაში WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის დაწესების თაობაზე მთავრობის ინიციატივის გამო გამოვიდნენ, თუმცა შემდეგ პროტესტი პოლიტიკური მდგომარეობის და კორუფციის წინაარმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს.

მათი ნაწილი ჰარირის მთავრობის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები