კანიე ვესტის ახალი ალბომი

კანიე ვესტის ახალი ალბომი “JESUS IS KING” პარასკევს გამოვა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კანიე ვესტი ტვიტერზე დაბრუნდა და დაწერა, რომ მისი ახალი ალბომი "Jesus is King" პარასკევს, 25 ოქტომბერს გამოვა.

ალბომის გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, ის 27 სექტემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

გასულ კვირას კანიე ვესტმა, თავისი IMAX ფილმის "Jesus is King"-ის თრეილერიც გამოაქვეყნა, რომელიც ასევე პარასკევს გამოდის.

გულშემატკივრები ალბომს 29 აგვისტოდან ელოდებიან, მას შემდეგ რაც კიმ კარდაშიანმა ალბომში შესული სიმღერების სახელები გამოაქვეყნა.

კარდაშიანის ფოტოს მიხედვით ალბომში სულ 12 სიმღერაა შესული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები