ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი: უფრაქციო დეპუტატების ინიციატივები უინტერესოა, გუნდის ინტერესებია პრიორიტეტული

0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატების ინიციატივები მისთვის უინტერესოა.

ოხანაშვილი ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორის დაბარებას.

"უფრაქციო პარლამენტის წევრების ინიციატივები ჩემთვის არ არის საინტერესო, ვინაიდან, მე წარმოვადგენ საპარლამენტო უმრავლესობის გუნდს. ჩვენი გუნდისთვის არის ჩვენი გუნდის ინტერესები პრიორიტეტული, რომელიც, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, როდესაც ვმოქმედებთ, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები. უფრაქციო პარლამენტის წევრების ინტერესები ამ შემთხვევაში რა არის, ვერ გეტყვით, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინი არიან სუბიექტურები", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა: ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად გუშინ, 21 ოქტომბერს მიიწვიეს. დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, შეხვედრა ყველა მხარეს მისცემს საშუალებას ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტზე, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები