ესექსი

ესექსში სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ინგლისში, ესექსში, პოლიციამ სატვირთო ავტომანქანაში 39 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.

სატვირთოს მძღოლი დაკავებულია. მედიაში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავცელდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

მომხდარის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არაა.

კომენტარები